ტრენინგის ბოლო დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი დღეები გვქონდა(ცოტა დამღლელიც) მაინც გული მწყდება, რომ დამთავრდა. ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ეს ტრენინგი უმნიშვნელოვანესია, იმდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,რომ დარწმუნებული ვარ, თითოეული მონაწილე უფრო თავდაჯერებულად და მონდომებით გააგრძელებს თავის საქმიანობას.დღეს ავტვირტეთ ბლოგზე ჩვენი პორთფოლიოები, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს რჩევები და სურვილები. არა მარტო გავუზიარეთ, არამედ გავითვალისწინეთ კიდეც.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზოგადად ამ პროექტის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით, ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს იმ ტიტანური შრომისთვის, რასაც ის გადის მიზნის მისაღწევად.
ყველა პედაგოგს ვურჩევ გაიაროს ეს ტრენინგი!
გისურვებთ წარმატებას!
No comments:
Post a Comment