დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ნაყოფიერადაც, ფაქტიურად შევაჯამეთ ჩვენი ნამუშევრები, დავამატეთ, შევცვალეთ. ვისწავლეთ კითხვარების , სურათების , ფოტოებისა და ვიდეო მასალის გამოქვეყნება ბლოგზე. დავალაგეთ ჩვენ მიერ შექმნილ საქაღალდეებში საჭირო მასალები.ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის...
ძალიან,ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის.
ყურადღებით წავიკითხე თქვენი პროექტი.ერთიანობაში საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულიც იქნება. მომეწონა დიფერენცირებული სწავლებისადი მიდგომა და სხვა, თუმცა მაქვს მოკრძალებული შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ვფიქრობ ამ პროექტის განხორციელება 7 კლასის მოსწავლეებისათვის ცოტა ადრეა და უმჯებესი იქნებოდა უფრო მაღალ კლასში გაგეხორციელებიათ ( 7 კლასში ცოტა უფრო მარტივი თემით შემოფარგლულიყავით).მომწონს კითხვები და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხებს, თუმცა მგონი თემატურ და შინაარსობრივი კითხვები ცოტა დახვეწას საჭიროებს.
ReplyDeleteალბათ დარჩენილ დროს გამოიყენებთ და როცა პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს იგი ერთ ერთი საუკეთესო იქნება.
წარმატებებს გისურვებთ და ველოდები შაბათს პროექტის პრეზენტაციას.