Saturday, March 22, 2014

პროექტებით სწავლება: ტრეინინგის ამსახველი ფოტომასალა

პროექტებით სწავლება: ტრეინინგის ამსახველი ფოტომასალა











მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი დღეები გვქონდა(ცოტა დამღლელიც) მაინც გული მწყდება, რომ დამთავრდა. ჩემი პროფესიული განვითარებისთვის  ეს ტრენინგი უმნიშვნელოვანესია, იმდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,რომ დარწმუნებული ვარ, თითოეული მონაწილე უფრო თავდაჯერებულად  და მონდომებით გააგრძელებს თავის საქმიანობას.დღეს ავტვირტეთ ბლოგზე ჩვენი პორთფოლიოები, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს რჩევები და სურვილები. არა მარტო გავუზიარეთ, არამედ გავითვალისწინეთ კიდეც.
 დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზოგადად ამ პროექტის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით, ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს იმ ტიტანური შრომისთვის, რასაც ის გადის მიზნის მისაღწევად.
 ყველა პედაგოგს ვურჩევ გაიაროს ეს ტრენინგი!
 გისურვებთ წარმატებას!

Sunday, March 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ნაყოფიერადაც, ფაქტიურად შევაჯამეთ ჩვენი ნამუშევრები, დავამატეთ, შევცვალეთ. ვისწავლეთ კითხვარების , სურათების , ფოტოებისა და ვიდეო მასალის გამოქვეყნება ბლოგზე. დავალაგეთ ჩვენ მიერ შექმნილ საქაღალდეებში საჭირო მასალები.ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის...
 ძალიან,ძალიან კმაყოფილი  ვარ ტრენინგის.

Saturday, March 15, 2014

პროექტის გეგმა

მოსწავლის ნიმუში

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ მეექვსე მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.    აუცილებლად უნდა გავითვალისწინო ყველა მოსწავლის შესაძლებლობა და ისე უნდა დავტვირთო პროექტზე მუშაობისას, ასევე ხელი უნდა შევუწყო მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას.გავაკეთე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის პრეზენტაციის შაბლონი. ჩემი შექმნილი მასალები (პროექტზე მუშაობის) საჭიროებს დახვეწას, იმედია, შევძლებ ,რომ პროექტი საინტერესო და სრულყოფილი იყოს.

Saturday, March 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და გამოყენების მეთოდები. ვისწავლეთ ერთმანეთის ნაშრომების კომენტირება. დავათვალიერეთ  მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები, გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე, დღე იყო სასიამოვნოდ დატვირთული. ჩემთვის უფრო ნათელი გახდა , თუ რა საკითხები უნდა დავხვეწო პროექტის სრულყოფისათვის.

Sunday, March 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ძირითადი თემა იყო : შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთ საჭიროების დასადგენად. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების სტრატეგიებზე. ჩემთვის ნათელი გახდა, როგორ შევაფასო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და პროექტზე მუშაობის პროცესი.